ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, დასტინ პორიე
Aa
Aa

„თოფურია მკვლელია, ნებისმიერის დანოკაუტება შეუძლია“ | პორიე ილია VS მახაჩევზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, დასტინ პორიემ ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა. „ბრილიანტის“ თქმით, „ელ მატადორი“ ნამდვილი მკვლელია და ნებისმიერის დანოკაუტება შეუძლია, თუმცა, გაბარიტების გამო, შესაძლოა, ისლამთან პრობლემები შეექმნას.

„ჩემი აზრით, ქვემსუბუქ წონით დივიზიონში დარჩენილი არიან მებრძოლები, რომლებთანაც ილიას ჩხუბი შეუძლია. თოფურიას პირადად არასდროს შევხვედრილვარ, მაგრამ ისლამი ფიზიკურად ძალიან დიდია და ვფიქრობ, ილიას მსუბუქ წონით დივიზიონში ასვლის შემთხვევაში, მახაჩევი მასზე ბევრად დიდი იქნება.

მიუხედავად ამისა, თოფურია ნამდვილი მკვლელია და მჯერა, რომ ქვემსუბუქი, მსუბუქი და ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ყველა მებრძოლის დანოკაუტება შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორი“ ავსტრალიაში იმყოფება, სადაც მისი ძმა, ალექსანდრე UFC-ში სადებიუტო ორთაბრძოლას გამართავს. ღონისძიებამდე, ილიას რამდენიმე ინტერვიუ ჩამოართვეს და თოფურიამ აღნიშნა, რომ მისი სურვილი მსუბუქ წონით დივიზიონში ასვლა და მეორე საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფერი გვერდზე გადავდე“ | ალექსანდრე თოფურიას მსხვერპლი ძმის გამო
„ყველაფერი გვერდზე გადავდე“ | ალექსანდრე თოფურიას მსხვერპლი ძმის გამო