ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, შონ ომალი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ჩემი და UFC-ის გეგმები ემთხვევა“ - ვისთან იჩხუბებს დვალიშვილი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერამ დვალიშვილმა Southern Cross Combat-თან ინტერვიუში უმარ ნურმაგომედოვზე, ილია თოფურიაზე და თავის გეგმებზე ისაუბრა.

რა თქვა დვალიშვილმა:

„ჩხუბის შემდეგ უმარ ნურმაგომედოვმა თავის მარცხს ათასი გამართლება მოუძებნა - ეს ყველაზე მარტივი გზაა. ვფიქრობ, მას უფრო მეტი მოკრძალება მართებს, ყველაფერი მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. ასეთ რჩევას მივცემდი - დაშვებულ შეცდომებზე უნდა ისწავლოს და ამით უფრო ძლიერი გახდება.

ვისთან მსურს შემდეგი ჩხუბი? მართალი გითხრათ, ჩემი და UFC-ის გეგმები ემთხვევა. რევანში მინდა ან შონ ომალისთან, ან პიოტრ იანთან. ვფიქრობ, UFC-შიც ეს უნდათ. შემდეგი ჩხუბი აპრილში ან ივნისში მექნება“.

დვალიშვილმა ასევე ისაუბრა ილია თოფურიაზე და მის პოტენციურ მეტოქეებზე.

„ილია ჩემი მეგობარია, მას დიდ პატივს ვცემ. ასევე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, გადავიდეს მსუბუქ წონაში. ახლა გადაწყვეტილება UFC-მ უნდა მიიღოს - ილიას მეტოქე ისლამ მახაჩევი უნდა იყოს. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ილიამ ჩარლზ ოლივეირასთან ან დასტინ პორიესთან უნდა იჩხუბოს“.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„დვალიშვილის კარდიო მეცნიერებმა უნდა შეისწავლონ“ - დუ პლესი
„დვალიშვილის კარდიო მეცნიერებმა უნდა შეისწავლონ“ - დუ პლესი