ბუდუ ზივზივაძე, ჰაიდენჰაიმი, ფრანკ შმიდტი
Aa
Aa

შმიდტი: ბუდუს გოლი სჭირდება, ამის გამო ის ღელავს

ბუნდესლიგის 21-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად „ფრაიბურგს“ შეხვდება. ქართველი ფორვარდი თავისი სადებიუტო გოლის მოლოდინშია. როგორც მისი მწვრთნელი ამბობს, უგოლო სერია მის შეშფოთებას იწვევს.

„ფრაიბურგის“ თავკაცმა ფრანკ შმიდტმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ბუდუს შესახებ ისაუბრა.

„დიახ, ბუდუს გოლის გატანა ნამდვილად სჭირდება. მას თავისი შანსები დორტმუდნთან და აუგსბურგთანაც ჰქონდა. ზივზივაძე ფორვარდია და ამის გამო შფოთავს. მას ბევრი პლუსი გააჩნია და მხოლოდ გოლების გამო არ დაგვიმატებია.

ბუდუმ გარკვეულ აპსექტებში დახმარება უკვე გაგვიწია. ბოლო შეხვედრაში თამაშის დროს ხარვეზები გვქონდა. იყო მომენტები, როცა ტექნიკური შეცდომები დავუშვით, რა დროსაც ზივზივაძე ცენტრში იცდიდა.

ზუსტად ამ ასპექტების დახვეწაზე ვმუშაობთ. ჩვენი შემტევებისთვის მეტი საგოლე შანსი უნდა შევქმნათ. ხანდახან საჭიროა, რომ ნავსი გატყდეს და პირველი გოლი გავიდეს, ბუდუც ამას ელოდება, თუმცა ჩვენც ყველას ეს გვინდა“.

- განაცხადა შმიდტმა.

აქვე გეტყვით, რომ ამჟამად ბუდუს ანგარიშზე მხოლოდ 1 საგოლე გადაცემაა. „ფრაიბურგთან“ მატჩი მისთვის ბუნდესლიგაში რიგით მე-6 იქნება. „ჰაიდენჰაიმი“ 20 ტურის შემდეგ, 14 ქულით გასავარდნ ზონაშია და მე-16 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არავითარი შანტაჟი! აი სიმართლე კვარაზე“ - პედულა ნაპოლის პასუხობს
„არავითარი შანტაჟი! აი სიმართლე კვარაზე“ - პედულა ნაპოლის პასუხობს