ფლიკს დე იონგის ბარსელონაში შენარჩუნება სურს | მედია
ჰანსი ფლიკს სურს, რომ ფრენკი დე იონგი „ბარსელონაში“ დარჩეს. ამის შესახებ Diario Sport-ი წერს.
გამოცემის ცნობით, გერმანელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სეზონის ბოლომდე ჰოლანდიელ ნახევარმცველთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.
„ბარსას“ მთავარი მწვრთნელი დე იონგს თავის გრძელვადიან პროექტში ხედავს და მისგან თანდათან სულ უფრო მნიშვნელოვან ფიგურად ქმნის. ფლიკის ერთ-ერთი მოთხოვნა პოსტზე დანიშვნის შემდეგ, სწორედ ფრენკის შენარჩუნება იყო. გერმანელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ დე იონგი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია და მისი გაყიდვა პროექტს დაასუსტებს“, - წერს Diario Sport-ი.
ჰოლანდიელთან კონტრაქტი 2026 წელს იწურება. „ბარსელონამ“ მას და მის გარემოცვას ნათლად გააგებინა, რომ თუ შეთანხმება ზაფხულში არ იქნება მიღწეული, კლუბი მას ტრანსფერზე დააყენებს.
გამოცემის ცნობით, მთავარ პრობლემას ხელფასი წარმოადგეს, რომელიც ნახევარმცველმა მომდევნო სეზონის განმავლობაში უნდა მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ დე იონგი ბარსელონაში 2019 წლიდან თამაშობს და დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 235 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 19 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 45 მილიონი ევროა.