ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ჯო როგანი
Aa
Aa

ჯო როგანი: კამალა ჰარისთან ინტერვიუ გავაუქმე, რადგან ილიასა და მაქსის ბრძოლას ემთხვეოდა

ჯო როგანმა თავის პოდკასტში თქვა, რომ მან აშშ-ის დემოკრატ პრეზიდენტობის კანდიდატთან კამალა ჰარისთან ჩანიშნული ინტერვიუ გააუქმა, რადგან ის ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის ჩხუბს ემთხვეოდა.

„მათ სურდათ, რომ ინტერვიუ ჩამენიშნა იმ შაბათს, დონალდ ტრამპის ინტერვიუს მეორე დღეს, მე კი ვუთხარი, რომ ამას გავაკეთებდი, მაგრამ ეს მოხდებოდა დილის 08:30-ზე, რადგან ჩემს გეგმებში UFC-ის პოდკასტი იყო, რომელიც პირდაპირ ეთერში უნდა ყოფილიყო, რადგან ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის ბრძოლა იმართებოდა.

მე ვერ ვიტყოდი ამაზე უარს, რადგან ეს UFC-ის პოდკასტია, ეს ჩემი პროფესიაა. მე ვერ გავაკეთებდი ამას. UFC-ის გულშემატკივრებისთვის ეს ბრძოლა უზარმაზარი იყო. გიგანტური დაპირისპირება. ჰოლუეის გეიჯისთან ისტორიაში საუკეთესო ნოკაუტით ჰქონდა მოგებული, თოფურია კი ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია დედამიწაზე. და თუ ის pound-for-pound რეიტინგის ნომერ პირველი არ არის, მეორე ნომერი ნამდვილადაა.

ეს იყო ტიტანების ბრძოლა - ქვემსუბუქ წონაში ყველა დროის უდიდესი ჩემპიონი, ამჟამინდელი ჩემპიონის წინააღმდეგ... ასე რომ, მე არ ვაპირებდი ამის გამოტოვებას“.

- განაცხადა ჯო როგანმა.

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორმა“ ჰოლოუეი კარიერაში პირველად გაუშვა ნოკაუტში და ისე დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბი სამ რაუნდსაც ვერ გამიძლებს!“ - ვინისიუს ოლივეირა „მანქანას“ ემუქრება
„მერაბი სამ რაუნდსაც ვერ გამიძლებს!“ - ვინისიუს ოლივეირა „მანქანას“ ემუქრება