წიტაიშვილი სოფიას ცსკას ზაფხულის სატრანსფერო გეგმაშია | მედია
სოფიას ცსკას ხელმძღვანელობა სასელექციო მუშაობას განაგრძობს და როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ტომაშმა განაცხადა, „არმიელები“ უკვე ფიქრობენ ახლა მოთამაშეებზე, რომლებიც გუნდს ზაფხულში შეუერთდებიან.
Tema Sport-ის ცნობით, ერთ-ერთი მოთამაშე, რომლის დამატებაც ცსკას სურს, ქართველი ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილია.
„ის სამი მოთამაშეზე, რომლებთან დაკავშირებითაც ცსკა დეკემბრის ბოლოს მოლაპარაკებას მართავდა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ კვლავაც იქნება მოთხოვნა. მათ თავის მხრივ პრინციპული თანხმობა განაცახდეს, რომ წითელი მაისური ჩაიცვან“, - წერს ადგილობრივი გამოცემა.
დეკემბრის ბოლოს დაიწერა, რომ ბულგარულმა გრანდმა 1,5-მილიონიანი შეთავაზება გაუგზავნა კიევის „დინამოს“, რომელსაც წიტაიშვილი „გრანადაში“ ჰყავს განათხოვრებული.
გარდა ამისა, ბულგარული მედიის ინფორმაციით, სოფიის ცსკამ წიტაიშვილის ხელფასის სახით წელიწადში 600 000 ევრო შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და სხვადასხვა დროს იჯარით „ვისლაში“, „ლეხში“ და ბათუმის „დინამოში“ უთამაშია, ხოლო „გრანადაში“ გასული წლის ზაფხულში გადავიდა.
ლა ლიგა 2-ში გამართულ 24 მატჩში 24 წლის ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 2 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.