გამაოგნებელი ციფრები - ვინისიუსი საუდის არაბეთში წასვლაზე დაფიქრდა
ფრანგული RMC Sport-ის ცნობით, ვინისიუსი უკვე სერიოზულად განიხილავს შეთავაზებას, რომელიც საუდის არაბეთისგან აქვს.
როგორც ცნობილია, ბრაზილიელს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, რა დროის განმავლობაშიც ის 1 მილიარდ ევროს მიიღებს.
როგორც RMC Sport-ი წერს, პირად საუბრებში ფეხბურთელი არ მალავს, რომ ამ შეთავაზების სპეციფიკა და თავბრუდამხვევი ციფრები ნებისმიერ ფეხბურთელს ტრანსფერზე დააფიქრებს.
აღსანიშნავია, რომ „რეალი" ვინისიუსს ხელს არ შეუშლის, თუ ის წასვლას გადაწყვეტს. კლუბში მიაჩნიათ, რომ ფეხბურთელი შესაძლოა დათანხმდეს, თუმცა ამ დროისთვის გადაწყვეტილი არაფერია.
თუ ტრანსფერი განხორციელდება, „რეალი“ მნიშვნელოვან თანხას მიიღებს - როგორც იწერება, ბრაზილიელის ღირებულება 220 მილიონ ევროზე მეტი იქნება, რაც მას ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად აქცევს.
ამ ტრანსფერის განხორციელებას 2025 წლის ზაფხულში ვარაუდობენ. ვინისიუსს საუდის არაბეთიდან გასულ სეზონში დაუკავშირდნენ, თუმცა იმ დროს ფეხბურთელისგან უარი მიიღეს.