ხამზატ ჩიმაევი
Aa
Aa

ჩიმაევმა სატიტულო ჩხუბი შესაძლოა შემოდგომაზე გამართოს

UFC-ის ჩეჩენმა მებრძოლმა, ხამზატ ჩიმაევმა სატიტულო ბრძოლა შესაძლოა შემოდგომაზე გამართოს.

„სატიტულო ჩხუბი შესაძლოა აბუ-დაბიში ჩატარდეს. ეს ერთ-ერთი ვარიანტია“, - წერს რუსული მედია ჩიმაევის გუნდზე დაყრდნობით.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხამზატის მომდევნო მეტოქე შონ სტრიკლენდსა და დრიკუს დუ პლესის შორის გამარჯვებული იქნება. მათი ჩხუბი 9 თებერვალს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ჩიმაევის ანგარიშზე 14 გამარჯვება და არც ერთი მარცხია. ბოლო ჩხუბი მან გასული წლის 26 ოქტომბერს, UFC 294-ზე გამართა და ავსტრალიელი რობერტ უიტეკერი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მაქსიმალურად გაექეცით - უიტეკერის რჩევა ჩიმაევის მეტოქეებს
მაქსიმალურად გაექეცით - უიტეკერის რჩევა ჩიმაევის მეტოქეებს