სტეფ კარი, გოლდენ სტეიტ უორიორსი, ლებრონ ჯეიმსი, მაიკლ ჯორდანი, ლოს ანჯელეს ლეიკერსი
Aa
Aa

40 წლის ლებრონის 42 ქულა 37 წუთში! ლეიკერსმა გოლდენ სტეიტი დაამარცხა

გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. ლოს ანჯელესში „ლეიკერსმა“ „გოლდენ სტეიტს“ უმასპინძლა და 120:112 დაამარცხა.

მორიგი საოცარი შეხვედრა ჩაატარა 40 წლის ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც 38 წუთში 42 ქულა, 17 მოხნსა, 8 გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

 

NBA-ს ისტორიაში ლებრონ ჯეიმსი მაიკლ ჯორდანს შეუერთდა და მათი სახით მხოლოდ 2 კალათბურთელს აქვს 40 წლის (ან უფროსი) ასაკში 40+ ქულა ჩაგდებული.

„ლეიკერსმა“ სოლიდური ფორა პირველივე მეოთხედში მოიპოვა, როცა 34:21 მოიგო და დიდი შესვენების წინ +20-ქულიანი უპირატესობით გავიდა. „გოლდენმა“ შესვენების შემდეგ დაქაჩა და ათამაშდა, თუმცა ამხელა ჩამორჩენა მაინც ვერ აღმოფხვრეს.

„ოქროს შტატელებიდან“ სტეფ კარი გამოირჩა, რომელმაც 37 წუთში 37 ქულა, 7 მოხსნა და 4 გადაცემა დააგროვა.

რაც შეეხებათ ახლად დამატებულ ვარსკვლავებს ლუკა დონჩიჩსა (ლეიკერსი) და ჯიმი ბატლერს (გოლდენ სტეიტი) ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ამ გამარჯვების შემდეგ, „ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციაში 30 მოგებითა და 19 მარცხით მე-5 ადგილზეა, „გოლდენ სტეიტი“ კი 25 მოგებითა და 26 წაგებით მე-11 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინციდენტი ბრაუნთან - შენგელია ობრადოვიჩმა დააწყნარა
ინციდენტი ბრაუნთან - შენგელია ობრადოვიჩმა დააწყნარა