მარკუს რაშფორდი, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

ამორიმი: რაშფორდი არ ხედავს ფეხბურთს ისე, როგორც მე

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის განცხადებით, მარკუს რაშფორდმა გუნდი იმიტომ დატოვა, რომ მასთან საერთო ენის გამონახვა ვერ შეძლო.

27 წლის თავდამსხმელი რამდენიმე დღის წინ, „ასტონ ვილაში“ სეზონის ბოლომდე იჯარით გადავიდა. ის მოედანზე 12 დეკემბრის შემდეგ არ გასულა.

„მე არ შემეძლო დამეძალებინა მარკუსისთვის ეთამაშა ფეხბურთი ისე, როგორც მე ვხედავ და ევარჯიშა ისე, როგორც მე ვთვლი საჭიროდ. საუკეთესოს ვუსურვებ რაშფორდსა და უნაი ემერის. მათ შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა, რადგან მარკუსი ძალიან კარგი მოთამაშეა“, - თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ რაშფორდის კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი. ინგლისელი „იუნაიტედის“ აკადემიაში 2005 წელს ჩაირიცხა, პირველ გუნდში დებიუტი კი 2015 წელს ჰქონდა. მას შემდეგ, მან 426 მატჩში 138 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ადაპტაციის გავლა სჭირდება, მაგრამ არ გვეჩქარება“ - ენრიკე კვარაზე
„ადაპტაციის გავლა სჭირდება, მაგრამ არ გვეჩქარება“ - ენრიკე კვარაზე