გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

მის ტრანსფერზე დიდი ინტერესი იყო | სარაევოს მწვრთნელმა გულიაშვილზე ისაუბრა

„სარაევოს’’ მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა ბოსნიურ ტელევიზია N1-თან ინტერვიუში გიორგი გულიაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

კითხვა: „ძალიან ბედნიერი ხართ იმ ფაქტით, რომ გიორგიმ „სარაევოსთან'' ახალი კონტრაქტი გააფორმა?''

ზორან ზეკიჩის პასუხი: „რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ. ეს სურვილი კლუბის თითოეულ წევრს ჰქონდა. მასთან დაკავშირებით ინფორმაცია ბევრმა კლუბმა გამოითხოვა, მაგრამ შევთანხმდით, რომ ახლა ტრანსფერის დრო არ იყო. 

ფეხბურთს თავს მაქსიმალურად უძღვნის. უნდა გამოვყო მისი ხასიათი და პროგრესის ძლიერი სურვილი.

ჩემი სურვილია, რომ ვიპოვოთ უფრო მეტი სახიფათო მოთამაშე, მსგავსად გიორგი გულიაშვილისა. კლუბები ფიქრობენ, მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ გულიაშვილს, ინტერესი სხვა ფეხბურთელების მიმართაც არის’’.

23 წლის გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, კონფერენს ლიგის ოთხ შეხვედრაში მის აქტივში 1 გოლია, „აქტობესთან'' შესანიშნავი გოლი შეაგდო.

ფეხბურთელი, რომელიც შემოდგომაზე ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში მიიწვია, Transfermarkt-ის მონაცემებით 1,5 მილიონი ევრო ღირს.

„სარაევოსთან'' ახალი კონტრაქტი 2028 წლის 31 მაისამდე გააფორმა. უდიდესი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ბოსნიურ კლუბს დაემშვიდობება, რადგან კარგ ფორმაშია, მის მიმართ დიდი ინტერესია და კარიერაში ახალი ნაბიჯის გადადგმის დროა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
თავმდაბალი ბიჭი მოედანზე თავხედი ხდება | უცნობი ამბები ოდიშარიაზე
თავმდაბალი ბიჭი მოედანზე თავხედი ხდება | უცნობი ამბები ოდიშარიაზე