4 ქულა და 3 მოხსნა | ბითაძემ კვლავ სასტარტო ხუთეულში ითამაშა
NBA-ში „დენვერმა’’ „ორლანდოს’’ 112-90 მოუგო. „ორლანდოს’’ წარუმატებელი პერიოდი აქვს, ბოლო ხუთი მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, 4 დათმო.
სტუმართა ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა. გოგამ პარკეტზე 17:16 წუთი გაატარა, მის აქტივში 4 ქულა და 3 მოხსნაა.
აღმოსავლეთ კონფერენციაში „ორლანდო მეჯიქი'' 25 მოგებითა და 28 მარცხით მე-8 ადგილზეა. მომდევნო ტურში „სან ანტონიოს'' მიიღებს (9 თებერვალი, 04:00).
შესაძლოა გოგა სანდრო მამუკელაშვილის თანაგუნდელი გახდეს. „სან ანტონიოს“ ინსაიდერის, ევან თაუნსენდის მიხედვით, ტექსასური გუნდი „ორლანდო მეჯიქს“ დაუკავშირდა. „სპურსმა“ ორი კალათბურთელის, უენდელ კარტერ ჯუნიორისა და ბითაძის თაობაზე გამოითხოვა ინფორმაცია. „ორლანდოს“ პოზიცია ჯერჯერობით უცნობია და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.