ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

წონა ჩაბარებულია | ალექსანდრე თოფურია სადებიუტო ბრძოლისთვის მზადაა

ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლისთვის წონა ჩააბარა. როგორც თოფურიას, ასევე მისი მეტოქის შემთხვევაში სასწორმა 135.5 ფუნტი/61.4 კგ. დააფიქსირა.

სუპერ მსუბუქ წონით კატეგორიაში ალექსანდრე თოფურია UFC-ში სადებიუტო ორთაბრძოლას ძალიან მალე გამართავს. UFC 312-ზე, ქართველი მებრძოლი კოლბი თიქნესს დაუპირისპირდება და ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

ალექსანდრეს 2023 წლის მაისის შემდეგ არ უჩხუბია. თოფურიას ჰქონდა შანსი, ოქტაგონზე გასულიყო და ნაკლებად ცნობილი ორგანიზაციის ფარგლებში ეჩხუბა, მაგრამ ძმის გამო მსხვერპლი გაიღო და საკუთარი კარიერა ცოტა ხნით შეაჩერა.

ცნობისთვის, ალექსანდრე 29 წლისაა და ხუთიდან ხუთივე ბრძოლაში ფინიშით იმარჯვა, მისი ერთადერთი მარცხი კი 2015 წელს, ივო ივანოვთან იყო და ტექნიკური ნოკაუტით წააგო.

მსგავსი სიახლეები