ფლორენტინო პერესი, ხავიერ ტებასი
Aa
Aa

ტებასი: პერესს სურს, რომ ყველამ დავუჩოქოთ და ბოდიში მოვუხადოთ

დღეს, მადრიდის „რეალმა" ოფიციალურად უჩივლა ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციას (RFEF) ლა ლიგის მატჩში „ესპანიოლთან“ (0:1) მსაჯობის გამო. „სამეფო კლუბმა“ მოითხოვა მთლიანად სამსაჯო სისტემის სრული გადახედვა და მსაჯები „კლუბისთვის განმეორებით ზიანის" მიყენებაში დაადანაშაულა.

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა მას საჯაროდ უპასუხა.

„ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, რომლის გამოსწორებაც რთული იქნება. გარდა ამისა, მადრიდის რეალის პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს ყოველთვის სურს იყოს მართალი.

ვფიქრობ, მისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ ჩვენ ყველანი მივიდეთ ACS-ის ოფისში (პერესის სამშენებლო კომპანია), დავდგეთ მუხლებზე და ვუთხრათ მას: „ბოდიში, ფლორენტინო, მართალია, შენ გადაარჩენ ფეხბურთს და ჩვენ ეს ვერ გავიგეთ, სანამ თქვენი წერილი არ გამოაქვეყნეთ“.

მე არ მჭირდება მასთან საუბარი. სიამოვნებით დაველაპარაკებოდი ფლორენტინოს, თუ არ განმეორდება ის, რაც წინა ჯერზე მოხდა, როდესაც მან თქვა: „ხავიერ, შენ უბრალოდ არ მომისმენ". მე კი ვუპასუხე, რომ მესმის, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.

ჩვენ ვერ ვპოულობთ საერთო ენას იმ ადამიანთან, რომელიც შეჯიბრს უსამართლოდ მიიჩნევს, მსაჯებს კორუმპირებულად თვლის, რომელიც ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტს ზიზღით ეპყრობოდა. ამ კაცთან სალაპარაკო არაფერი მაქვს",

- თქვა ლა ლიგის პრეზიდენტმა.

საუბარია „ესპანიოლი“ „რეალის“ მატჩის მეორე ტაიმში მომხდარ ინციდენტზე, როცა მბაპეს წინააღმდეგ იუხეშეს და არბიტრმა მასპინძელთა ფეხბურთელს მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფედელე: რაც დი ლორენცოსთან გააკეთეს, ხვიჩასთანაც იგივე იყო საჭირო
ფედელე: რაც დი ლორენცოსთან გააკეთეს, ხვიჩასთანაც იგივე იყო საჭირო