პსჟ-ს მეტოქე საფრანგეთის თასზე | კვარა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანეს
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ გაუმართლა და საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში მარტივი მეტოქე ერგო. ტურნირის წილისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და ქართველი ფეხბურთელის გუნდი „სტად ბრიოშინს“ დაუპირისპირდება.
„სტად ბრიოშინი“ საფრანგეთის რანგით მეოთხე დივიზიონში, ნაციონალ 2-ში მოთამაშე გუნდია და B ჯგუფში ასპარეზობს. 15 ტურის შემდეგ, 23 ქულა აქვს და საფრანგეთის თასის მერვედფინალში „ნიცა“ 2:1 დაამარცხა. „სტად ბრიოშინისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ შეხვედრა 26 თებერვალს გაიმართება.
კვარაცხელიას გუნდს კიდევ ერთი სიახლე უკავშირდება. ფრანგული პრესის ინფორმაციით, პარიზულმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ცვლილებები შეიტანა და „კვარა“ დაარეგისტრირა. განახლებული განაცხადი უეფა-ს გადაეგზავნა და უახლოეს საათებში, ყველაფერი ოფიციალურ სახეს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში პსჟ-ს მეტოქე „ბრესტი“ გახლავთ. ამ გუნდების პირველი თამაში 11 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით, 21:45-ზე დაიწყება.