„რონალდუ გავაძევე და...“ | ესპანელი მსაჯის ისტორია
ესტრადა ფერნანდესი ყოფილი ესპანელი მსაჯია, რომელმაც 2009 წელს განვითარებული მოვლენები გაიხსენა. ფერნანდესი „რეალისა“ და „ალმერისა“ შეხვედრას გაუძღვა და კრიშტიანუ რონალდუსთვის ნაჩვენებ წითელ ბარათზე ილაპარაკა.
„რონალდუმ გოლი გაიტანა და მაისურის გახდის გამო, ყვითელი ბარათი ვუჩვენე. ოთხი წუთის შემდეგ, კრიშტიანუსა და ალმერიას ერთ-ერთ ფეხბურთელს შორის, დაპირისპირება მოხდა და კიდევ ერთხელ გავაფრთხილე. უკეთ რომ დამენახა რა მოხდა, პირდაპირ წითელს მივცემდი, მაგრამ მეორე ყვითლით მაინც გაძევება გამოვიდა.
პრესაში რონალდუს გაგდებას ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, მომდევნო დღეები ძალიან ბრუტალური აღმოჩნდა. მსაჯთა კომისია ყოველთვის ცდილობს თავი დაიცვას იმისგან, რაც პრესაში იწერება. სწორედ ამიტომ, ისე გამოვიდა, რომ რეალის თამაში მომდევნო ორი წლის განმავლობაში არ მამსაჯეს. ასე დამსაჯეს, არადა, სწორად მოვიქეცი“.
ცნობისთვის, ესტრადა ფერნანდესმა საკუთარი პოზიცია მას შემდეგ დააფიქსირა, რაც „ესპანიოლთან“ გამართული მატჩის შემდეგ, „რეალმა“ ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ასოაციაციასა და სპორტის უმაღლეს საკონსულოს წერილით მიმართა. „სამეფო კლუბის“ თქმით, შეხვედრის არბიტრები მის წინააღმდეგ იყვნენ და ეს ერთეული პრაქტიკა არაა.