ილია თოფურია, ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

„ყველაფერი გვერდზე გადავდე“ | ალექსანდრე თოფურიას მსხვერპლი ძმის გამო

ალექსანდრე თოფურია UFC-ში სადებიუტო ორთაბრძოლას ძალიან მალე გამართავს. UFC 312-ზე, ქართველი მებრძოლი კოლბი თიქნესს დაუპირისპირდება და ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

ალექსანდრეს 2023 წლის მაისის შემდეგ არ უჩხუბია. თოფურიას ჰქონდა შანსი, ოქტაგონზე გასულიყო და ნაკლებად ცნობილი ორგანიზაციის ფარგლებში ეჩხუბა, მაგრამ ძმის გამო მსხვერპლი გაიღო და საკუთარი კარიერა ცოტა ხნით შეაჩერა.

„ჩემი ბოლო ორთბრძოლიდან სამი თუ ოთხი თვის შემდეგ უნდა მეჩხუბა, მაგრამ ილიას UFC-დან დაუკავშირდნენ და ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან, მაშინდელ ჩემპიონთან ჩაუნიშნეს დაპირისპირება, რის გამოც, ყველაფერი გვერდზე გადავდე. მთელი ყურადღება მასზე გადავიტანე და მადლობა ღმერთს, მიზანს მივაღწიეთ. სხვანაირი გეგმები მქონდა. მინდოდა, UFC-ს გარეთ ერთხელ მეჩხუბა და შემდეგ აქ გადმოვსულიყავი.

შონ შელბის ველაპარაკე და ვუთხარი, რასაც ვაპირებდი. თუ კარგად ვიჩხუბებდი და წონას ჩავაბარებდი, ყველაფერი აშკარა იქნებოდა და UFC-ი კონტრაქტს გამომიგზავნიდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ილია ჩემპიონი გახდა, შელბიმ კონტრაქტი გამომიგზავნა“.

ცნობისთვის, ალექსანდრე 29 წლისაა და ხუთიდან ხუთივე ბრძოლაში ფინიშით იმარჯვა, მისი ერთადერთი მარცხი კი 2015 წელს, ივო ივანოვთან იყო და ტექნიკური ნოკაუტით წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ნაპოლის აშანტაჟებდა, მისი გაყიდვა აიძულა“ - იტალიური გამოცემა
„კვარა ნაპოლის აშანტაჟებდა, მისი გაყიდვა აიძულა“ - იტალიური გამოცემა