ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი დი ლორენცო, ენრიკო ფედელე, ჯოვანი მანა
Aa
Aa

ფედელე: რაც დი ლორენცოსთან გააკეთეს, ხვიჩასთანაც იგივე იყო საჭირო

ყოფილმა საფეხბურთო აგენტმა და ამჟამად ექსპერტმა ენრიკო ფედელემ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ფედელემ კვარა დაიცვა და „ნაპოლი“ გააკრიტიკა, რადგან კლუბი ხვიჩას წასვლის შემდეგ, მის გაშავებას ცდილობს.

„ჩემი აზრით, ნაპოლის მთავარი შეცდომა, საჩემპიონო სეზონის შემდეგ კვარაცხელიასთვის კონტრაქტის განახლების გადადება იყო. ის იმსახურებდა დაფასებას. ფეხბურთი შეიცვალა და ახლა სხვა წესებია, კლუბმა ასეთ სიტუაციაში თავი თვითონვე ჩაიგდო. რატომ გაუგრძელეს კონტრაქტი დი ლორენცოს ჩემპიონობის შემდეგ? კაპიტნის შემთხვევაში ეს გააკეთეს, მაგრამ არა კვარასთვის.

ჩვენი ერთი წლის განმავლობაში ვიცოდით რა უნდოდა კვარაცხელიას. კლუბმა დააგვიანა და შემდეგ კომპრომისზე წასვლა მოუწია. როცა საქმე კარგად მიდის, ნორმალურია, რომ კონტრაქტის მოწესრიგებაზე იმსჯელო. ნაპოლი ასე არ მოიქცა.

მანამ თავისი შეცდომა აღიარა და შემდეგი სატრანსფერო ბაზრის დროს, საკუთარ მცდარ ნაბიჯზე სწავლის საშუალება ექნება.

როდესაც ამბობენ, რომ ნაპოლის აიძულეს კვარას გაყიდვა, ასე არ არის. ნება მომეცით განგიმარტოთ: ნაპოლი იძულებული გახდა გაეყიდა ხვიჩა, რადგან სამი წლის განმავლობაში კლუბმა მას არ გადაუხადა იმდენი, რამდენსაც ისინი სხვებს აძლევდნენ. საბოლოოდ, მადლობა კვარას, რომ ფიფას მე-17 მუხლი არ გამოიყენეს“.

- განაცხადა ფედელემ Radio Marte-ს ეთერში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარამ ნაპოლის ძალიან დიდი ზიანი მიაყენა“ - მაურიციო დე ჯოვანი
„კვარამ ნაპოლის ძალიან დიდი ზიანი მიაყენა“ - მაურიციო დე ჯოვანი