გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

ორი ქართველი ერთ გუნდში? | სან ანტონიო ბითაძით ინტერესდება

NBA-ის ტრეიდებისთვის განკუთვნილი ბოლო ვადა რამდენიმე საათში იწურება და უცხოურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს და მის რადარზე გოგა ბითაძე მოექცა.

„სან ანტონიოს“ ინსაიდერის, ევან თაუნსენდის მიხედვით, ტექსასური გუნდი „ორლანდო მეჯიქს“ დაუკავშირდა. „სპურსმა“ ორი კალათბურთელის, უენდელ კარტერ ჯუნიორისა და ბითაძის თაობაზე გამოითხოვა ინფორმაცია. „ორლანდოს“ პოზიცია ჯერჯერობით უცნობია და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, „სან ანტონიომ“ ხმაურიანი გაცვლა განახორციელა და დე’აარონ ფოქსი დაიმატა. „სპურსის“ მიზანი ვიქტორ ვემბანიამას სათანადო შემცვლელის გაფორმებაა და ბითაძის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავენ.

„სან ანტონიოს“ 22 მოგება და 26 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-12 გახლავთ. ტექსასელები მომდევნო შეხვედრას 8 თებერვალს, „შარლოტ ჰორნეთსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის გარეშე ნაპოლი უფრო სოლიდური გუნდია“ | იტალიელი მწვრთნელი კვარაზე
„მის გარეშე ნაპოლი უფრო სოლიდური გუნდია“ | იტალიელი მწვრთნელი კვარაზე