წყალბურთის გუნდი დინამო თბილისი
Aa
Aa

მარცხი იტალიურ კლუბთან | დინამო თბილისი ევროთასს გამოეთიშა

„დინამო თბილისის“ წყალბურთელთა გუნდმა ევროთასზე ასპარეზობა დაასრულა. ტურნირის მერვედფინალში, ქართული კლუბი იტალიურ „პრო რეკოს“ დაუპირისპირდა და მეტოქესთან ორივე შეხვედრაში დამარცხდა.

პირველი თამაში იტალიაში გაიმართა და „პრო რეკომ“ 17:5 იმარჯვა. განმეორებით მატჩში, მასპინძელი „დინამო“ იყო და იგივე ანგარიში დაფიქსირდა - „პრო რეკომ“ 17:5 მოიგო. იტალიური კლუბი მომდევნო ეტაპზე გავიდა და მისი მეტოქის ვინაობა უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

„პრო რეკომ“ გადამწყვეტი უპირატესობა პირველ ტაიმში მოიპოვა. საწყისი მეოთხედი, იტალიურმა კლუბმა 3:1 მოიგო, მეორე პერიოდი - 5:0. იტალიელებს უპირატესობის შენარჩუნება არ გასჭირვებიათ და გამანადგურებელი ანგარიშით მოიგეს.

დინამოელთა მხრიდან 2 გოლი ლუკა ჩიქოვანმა გაიტანა. სანდრო ადეიშვილმა, ველკო ტანკოშიჩმა და სტეფან პიესივაცმა კი თითო-თითო ბურთი შეაგდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ადაპტაციის გავლა სჭირდება, მაგრამ არ გვეჩქარება“ - ენრიკე კვარაზე
„ადაპტაციის გავლა სჭირდება, მაგრამ არ გვეჩქარება“ - ენრიკე კვარაზე