დონალდ ტრამპი: რაც პარიზის ოლიმპიადაზე მოხდა იმის დავიწყება რთულია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც მამაკაცად დაბადებულ ტრანსგენდერებს ქალთა სპორტში მონაწილეობას უკრძალავს.
თეთრ სახლში გამართულ ხელმოწერის ცერემონიაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ის ასრულებს თავის ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებას.
ცერემონიაზე გამოსვლისას ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს მხოლოდ ორი ბიოლოგიური სქესი - „მამრობითი“ და „მდედრობითი“ და მისი ადმინისტრაცია არ ცნობს სხვა განმარტებებს.
„როგორ შეიძლება დავივიწყოთ, თუ როგორ სასტიკად მოექცა პარიზის ოლიმპიადაზე მამაკაცი მოკრივე თავის ქალ მეტოქეს, რომელიც 46 წამში დაამარცხა და შემდეგ ოქროს მედალი მოიპარა?
დღეს ეს დასრულდა. ეს ბრძანება აღადგენს სამართლიანობას და იცავს ქალი სპორტსმენების უფლებებს. ამ განკარგულებით დასრულდა ომი ქალთა სპორტის წინააღმდეგ“,
- განაცხადა ტრამპმა.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს და მოთოვნას უყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც იღებენ ფედერალურ დაფინანსებას, აუკრძალონ ტრანსგენდერ სპორტსმენებს ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშე დადგებიან.