ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მის გარეშე ნაპოლი უფრო სოლიდური გუნდია“ | იტალიელი მწვრთნელი კვარაზე

იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, დავიდე დიონიგიმ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერზე ისაუბრა. დიონიგის თქმით, „კვარას“ გაყიდვის შემდეგ, პარადოქსი მოხდა და „ნაპოლი“ უფრო სოლიდური გუნდი გახდა.

„კვარაცხელიას შემცვლელის მოყვანა აუცილებელი იყო და სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, ნაპოლიმ ნოა ოკაფორი დაიმატა. რა თქმა უნდა, პარტენოპეის კვარას ხარისხის ფეხბურთელი არ მოუყვანია, მაგრამ არ მინდოდა, ნაპოლის და განსაკუთრებით კონტეს, ახალი ბალანსის პოვნა დასჭირვებოდა.

ყველა ელოდებოდა, რომ კვარაცხელიას წასვლის შემდეგ, გუნდს პრობლემები შეექმნებოდა, მაგრამ რა პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ნაპოლი უფრო სოლიდური გახდა. პირადად მე, ხვიჩას მაღალი დონის შემცვლელს მოვიყვანდი, რადგან გუნდი სერია A-ს ჩემპიონობისთვის იბრძვის, თუმცა, გასახდელში არსებული ბალანსიც გასათვალისწინებელია: კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის მოყვანას შესაძლოა, მენეჯმენტის პრობლემა გაეჩინა".

შეგახსენებთ, რომ 23 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 54 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს იკავებს. „კვარამ“ „პარტენოპეის“ მაისურით ბოლოს „ვენეციას“ წინააღმდეგ ითამაშა და მოედანზე 75 წუთი გაატარა. ამ მატჩის შემდეგ, „ნაპოლიმ“ 4 თამაში მოიგო და ერთხელ ფრედ ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინციდენტი ბრაუნთან - შენგელია ობრადოვიჩმა დააწყნარა
ინციდენტი ბრაუნთან - შენგელია ობრადოვიჩმა დააწყნარა