ილია თოფურია, ალექსანდრე თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„პირველ რაუნდში დაანოკაუტებს“ | ალექსანდრეს მწვრთნელის პროგნოზი

ილია თოფურიასა და ალექსანდრე თოფურიას მწვრთნელმა, ხორხე კლიმენტმა UFC 312-ზე გასამართ ორთაბრძოლაზე ისაუბრა. ალექსანდრე კოლბი თიქნესს დაუპირისპირდება და კლიმენტის აზრით, ავსტრალიელ მეტოქეს მასთან შანსი არ აქვს.

„ალექსანდრე შესანიშნავ ფორმაშია და ჰალკივით გამოიყურება. აღრთოვანებულია და ერთი სული აქვს, როდის დადგება მომენტი, როცა UFC-ში სადებიუტო ჩხუბს ჩაატარებს. ალექსანდრეს მეტოქე მას უფრო დიდ ჰაიპს მოუტანს, რადგან კუთხეებში ილია და ალექსანდრ ვოლკანოვსკი იდგებიან.

ორთაბრძოლას რაც შეეხება, ალექსი ოქტაგონზე გავა და მეტოქეს დაღლის. როგორც კი, ძლიერი მარჯვენა მოხვდება, თიქნესი შეეცდება, თეიქდაუნი შეასრულოს, რაც შეუძლებელი იქნება და როცა ჩხუბი ისევ დგომში გაგრძელდება, თიქნესს პირველ რაუნდში დაანოკაუტებენ. ალექსანდრე სრულყოფილი მებრძოლია და ყურადღება მიაქციეთ მის კრივს, ჭიდაობასა და ჯიუ-ჯიცუს“.

შეგახსენებთ, რომ თიქნესი დაუმარცხებელი მებრძოლია და მის ანგარიშზე 7 გამარჯვება გახლავთ. კოლბი წლებია ვოლკანოვსკის სპარინგ-პარტნიორია და „ელ მატადორისა“ და „ვოლკის“ ფაქტორი ამ ორთაბრძოლას დამატებით ინტერესს სძენს. ალექსანდრეს ჩხუბს 9 თებერვალს, თბილისის დროით, 05:00-დან ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დვალიშვილის კარდიო მეცნიერებმა უნდა შეისწავლონ“ - დუ პლესი
„დვალიშვილის კარდიო მეცნიერებმა უნდა შეისწავლონ“ - დუ პლესი