ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, დიეგო ლოპესი
Aa
Aa

„თუ თოფურია ისლამს შეხვდება, მე ლოპესთან ვიჩხუბებ“ - ვოლკანოვსკიმ ილიაზე ისაუბრა

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ავსტრალიურ მედიასთან ინტერვიუს დროს „მატადორთან“ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრძოლის მიღება ამ დრომდე სურს, თუმცა, თუ უახლოეს პერიოდში თოფურიას ისლამ მახაჩევთან ჩხუბი ჩაენიშნება, მაშინ ის დიეგო ლოპესს დაუპირისპირდება.

რას ამბობს ვოლკანოვსკი:

„გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაფერია. ვფიქრობ, UFC ჯერ კიდევ ცდილობს სიტუაციაში გარკვევას. გაიგებდით, რომ დიეგო ლოპესმა გამომიწვია. ასე რომ, თუ თოფურია ისლამის წინააღმდეგ წავა, მაშინ მე ლოპესს შევხვდები. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია“.

„როგორი იქნება ჩვენი რემატჩი? რა თქმა უნდა, ილია თავდაჯერებული იქნება. მან ნოკაუტში გამიშვა და ჰგონია, რომ ამას კიდევ გააკეთებს... რა თქმა უნდა, სრული უფლება აქვს, რომ ასე იფიქროს, მაგრამ ამის შეცვლას და ჩემი ქამრის დაბრუნებას ვაპირებ. იმის მიუხედავად, რომ მას აქვს ყველა მიზეზი ასე ფიქრის, ამას მანამ ვერ გავარკვევთ, სანამ ერთმანეთს არ შევხვდებით“.

„რა თქმა უნდა, რემატჩის მიღება მსურს, მაგრამ თუ ის მსუბუქ წონაში გადავა და ქამარს გაათავისუფლებს, ტიტულს აუცილებლად დავიბრუნებ, შემდეგ კი ერთმანეთს ჩემპიონების რანგში შევხვდებით. ეს ჩვენს ბრძოლას კიდევ უფრო გრანდიოზულს გახდის“.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ჩემპიონის ქამარი სწორედ ილია თოფურიასთან მარცხის შემდეგ დაკარგა. ეს ბრძოლა გასული წლის თებერვალში ჩატარდა, მას შემდეგ კი ავსტრალიელს ჯერჯერობით, არ უჩხუბია. რაც შეეხება ილიას, „მატადორმა“ ჩემპიონის ქამარი ოქტომბერში, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეორე ქამრის დასაკუთრება მინდა“ | პანტოჟას მიზანი ორი წონის ჩემპიონობაა
„მეორე ქამრის დასაკუთრება მინდა“ | პანტოჟას მიზანი ორი წონის ჩემპიონობაა