ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი, სპორტინგი
Aa
Aa

Record: შეთანხმება მიღწეულია, ზაფხულში ქოჩორა სპორტინგს შეუერთდება

გავლენიანი პორტუგალიური სპორტული გამოცემა Record-ი „ლევანტეს“ ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ლისაბონის „სპორტინგის“ სპორტულმა დირექტორმა, უგო ვიანამ უკვე დაასრულა მოლაპარაკებები ვალენსიურ კლუბთან და ქართველი ნახევარმცველი ზაფხულში „ლომებს“ შეუერთდება.

როგორც Record-ისთვის ხდება ცნობილი, „სპორტინგი“ „ლევანტეს“ 5,5 მილიონ ევროს გადაუხდის, ბონუსების სახით კი კიდევ 1,5 მილიონი იქნება გათვალისწინებული. გარდა ამისა, „ლევანტე“ ქოჩორას მომდევნო ტრანსფერიდან მიღებული თანხის გარკვეულ პროცენტს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ქოჩორაშვილის აგენტმა „სპორტინგის“ მხრიდან არსებული ინტერესი დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები სხვა კლუბებთანაც მიმდინარეობს.

ცნობისთვის, Transfermarkt-ის შეფასებით, ქოჩორაშვილის სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონი ევროა. „ლევანტესთან“ მისი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.

მიმდინარე სეზონში ქოჩორამ „ლევანტეს“ მაისურით 20 მატჩი ჩაატარა, მისი მონაგარი კი 5 გოლი და 3 ასისტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სტატისტიკურად თავს საუკეთესოდ ავლენს, მაგრამ...“ - ვეტერანი ფეხბურთელი ზურიკოზე და სენტ-ეტიენზე
„სტატისტიკურად თავს საუკეთესოდ ავლენს, მაგრამ...“ - ვეტერანი ფეხბურთელი ზურიკოზე და სენტ-ეტიენზე