36 წლის ასაკში - მარსელომ კარიერა დაასრულა
მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მარსელომ საფეხბურთო კარიერა 36 წლის ასაკში დაასრულა. ამპლუით მარცხენა მცველს მხოლოდ სამ კლუბში, მშობლიურ „ფლუმინენსეში“, „რეალსა“ და „ოლიმპიაკოსში“ აქვს ნათამაშები, თუმცა პირეოსის გუნდში მხოლოდ ნახევარი წელიწადი ასპარეზობდა და 5 მატჩზე მეტი არ გაუმართავს.
მარსელოს საუკეთესო წლები ბუნებრივია „ბლანკოსს“ უკავშირდება, სადაც 15 წლის განმავლობაში 25 ტიტული მოიპოვა. ვიეირა და სილვა ჟუნიორმა 6-ჯერ ესპანეთის ლა ლიგა, 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 3-ჯერ ევროპის სუპერ თასი, 5-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი და 2-ჯერ კოპა დელ რეი მოიგო. რაც შეეხება ბრაზილიის ეროვნულ გუნდს, სანაკრებო დონეზე მას მხოლოდ 2013 წელს ფიფას კონფედერაციათა თასი აქვს ოქროს მედალი მოპოვებული.
უკანასკნელი თვეების განმავლობაში მარსელო მშობლიურ „ფლუმინენსეში“ ასპარეზობდა, სადაც გასული სეზონის განმავლობაში გამართულ 43 მატჩში 3 გოლი მიითვალა, თუმცა ახლაც დაუდგენელი მიზეზების გამო, „ფლუ“ მის მთავარ მწვრთნელ მანო მენეზეშთან კონფლიქტის გამო ნოემბერში დატოვა.