„დვალიშვილის კარდიო მეცნიერებმა უნდა შეისწავლონ“ - დუ პლესი
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, დრიკუს დუ პლესიმ, რომელიც შონ სტრიკლენდთან ჩხუბში ქამრის დაცვისთვის ემზადება, ჟურნალისტ აარონ ბრონსტეტერთან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა.
დრიკუს დუ პლესი:
„ახლა ძალიან ბევრი მებრძოლი დიდ ყურადღებას უთმობს ფიზიკურ ფორმას, ამიტომ ზეწოლის განხორციელება ძალიან რთული ამოცანაა. მერაბი მეტოქეზე დიდ ზეწოლას ახდენს, რაც ძალიან რთულია.
დვალიშვილის კარდიო მეცნიერებმა უნდა შეისწავლონ. წარმოდგენა არ მაქვს, ამ ტემპში როგორ ჩხუბობს. ეს ჩემთვის მოტივაციის წყაროცაა. ვფიქრობ, UFC-ში ერთ-ერთი საუკეთესო კარდიო მაქვს, მაგრამ ის, რაც მერაბმა უმართან ბრძოლაში აჩვენა, უბრალოდ წარმოუდგენელია. საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი: დვალიშვილი მას განუწყვეტლივ უტევდა.
კონტრშეტევების ოსტატიც რომ იყო,მაგრამ ასეთი ტაქტიკის წინააღმდეგ გაგიჭირდება. ომალიმ სტერლინგი შეტევაში გამოიჭირა, დვალიშვილმა კი „შუგას“ უბრალოდ გადაუარა. უმარიც კარგად იცავდა თავს, რამდენჯერმე მერაბსაც დაარტყა, მაგრამ ასეთ ზეწოლას დიდხანს ვერ გაუძლებ“.
ცნობისთვის, დუ პლესის და სტრიკლენდის დაპირისპირება 9 თებერვალს, UFC 312-ზე გაიმართება.