ჩემპიონობამდე ვეღარასდროს მივა - დუ პლესი ადესანიაზე
სანამ გაირკვევა შეინარჩუნებს თუ არა დრიკუს დუ პლესი შონ სტრიკლენდთან დაპირისპირებაში საჩემპიონო ქამარს, იქამდე საშუალო წონით დივიზიონში საინტერესო ორთაბრძოლა შედგა, რომელშიც ნასურდინ იმავოვმა მეორე რაუნდში ისრაელ ადესანია ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ტიტულის მოპოვებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა. სწორედ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით სთხოვეს დუ პლესის კომენტარის გაკეთება და საინტერესო ის გახლავთ, რომ სამხრეთ აფრიკელმა გამარჯვებულ იმავოვზე უფრო მეტი დამარცხებულ ადესანიაზე ისაუბრა:
„მის მიმართ არსებული უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ჩემი აზრით, ნიგერიელი მებრძოლი საჩემპიონო ქამარზე პრეტენზიას ვეღარასდროს განაცხადებს. ადესანიას რაღაცნაირად ანდერსონ სილვას შევადარებდი - ორივეს იმდენად დიდი მემკვიდრეობა აქვთ დატოვებული, რომ შეუძლიათ თავს მარცხის უფლება მისცენ. რაც შეეხება იმავოვს, მისი სამომავლო გეგმების შესახებ ალბათ მხოლოდ ნასურდინმა და UFC-ის ხელმძღვანელებმა იციან“.
შეგახსენებთ, რომ UFC-ის მომდევნო ღონისძიება, რომელსაც ავსტრალიის ქალაქი სიდნეი უმასპინძლებს, თბილისის დროით, 9 თებერვალს, დილის 05:00 საათზე დაიწყება. ამ ქარდზე ქართველი ალექსანდრე თოფურიას დებიუტი შედგება, მთავარი ბრძოლა კი დრიკუს დუ პლესსა და შონ სტირკლენდს შორის უნდა გაიმართოს.