ილია თოფურია, მოვსარ ევლოევი
Aa
Aa

თოფურია ევლოევს - „ერთხელ მაინც ვინმე დააფინიშე“

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ FOX Sports Australia-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დაუმარცხებელი რუსი მებრძოლი, მოვსარ ევლოევი საჩემპიონო ჩხუბს არ იმსახურებს.

ილიას თქმით, ხალხს სანახაობა აინტერესებს, ევლოევი კი უინტერესო მებრძოლია.

რას ამბობს „ელ მატადორი“:

„დიეგო ლოპესი სატიტულო ჩხუბს ევლოევზე მეტად იმსახურებს. მოვსარმა UFC-ში თითქმის 10 ბრძოლა გამართა, მაგრამ მხოლოდ გადაწყვეტილებებით იგებს. მას არც ერთი ვადამდელი გამარჯვება არ აქვს! ერთხელ მაინც ვინმე დააფინიშე! გააკეთე რაიმე ღირებული!

თუ ყურადღებას მიიქცევ, რატომაც არა - ვიჩხუბოთ. თუმცა როცა მებრძოლს ვადამდელი გამარჯვებები არ აქვს, ის ქამრისთვის არ უნდა აჩხუბო. მე გულშემატკივრებისთვის ვჩხუბობ და მინდა, რომ მათ შოუ იხილონ. უინტერესოა ისეთ მებრძოლთან ჩხუბი, რომელიც მხოლოდ ჩემს შეჩერებაზე იფიქრებს. თუ ევლოევს შევხვდები, პირველივე რაუნდში გავთიშავ, მაგრამ თუ ამას „ჰაიპი“ არ ექნება, მაშინ აზრს ვერ ვხედავ“.

როგორც ცნობილია, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი იქნება, თუმცა თავად თოფურია ამბობს, რომ ვოლკი მოსწონს და მასთან რემატჩის გამართვა არ სურს, რადგან იცის, როგორც დასრულდება ეს ჩხუბი.

შეგახსენებთ, რომ ვოლკანოვსკისა და თოფურიას პირველ ჩხუბში, „ელ მატადორმა“ ნოკაუტით იმარჯვა და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა, რომელიც მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მალე ჩემპიონი გახდება“ - ილიამ თავის ძმის დებიუტზე ისაუბრა
„მალე ჩემპიონი გახდება“ - ილიამ თავის ძმის დებიუტზე ისაუბრა