არმან ცარუკიანი
Aa
Aa

როდის შედგება ჩენდლერთან ბრძოლა - ცარუკიანის მეტოქე თითქმის ცნობილია

სატიტულო ორთაბრძოლის გამართვამდე ორიოდე დღით ადრე რომელიმე სპორტსმენის ჩახსნა, UFC-ში ხშირად არ ხდება, რის გამოც არმან ცარუკიანთან დაკავშირებულმა შემთხვევამ შერეული ორთაბრძოლების სამყაროში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამას მოჰყვა დენა უაითის მკაცრი კომენტარი, რომელმაც აღნიშნა, რომ სომეხ სპორტსმენს თავიდან მოუწევს საკუთარი სიძლიერეს დამტკიცება და მისი მომდევნო ბრძოლა სატიტულო აღარ იქნება. ყოველივე ამას საკმაოდ მშვიდად შეხვდა ცარუკიანი და აღნიშნა, რომ მისი მიზნები არ იცვლება და მზად არის ვისთანაც ჩაუნიშნავენ ბრძოლას, იმას დაუპირისპირდეს.

ამ მხრივ სიახლე გახლდათ ცნობილი სომეხი ჟურნალისტისა და არმანის ახლო მეგობრის მანუკ აკოპიანის განცხადება, რომლის თქმითაც თითქმის გადაწყვეტილია, რომ ცარუკიანის მომავალი მოწინააღმდეგე მაიკლ ჩენდლერი იქნება და მათი ჩხუბი UFC 314-ზე, 13 აპრილს მაიამიში შედგება. აკოპიანის სტატუსებს სარწმუნოდ მიიჩნევენ იმ უბრალო ფაქტის გამო, რომ არმანის წინა ბრძოლებიც ზუსტად მან დააანონსა და ცრუ ინფორმაცია აქამდე არასოდეს გაუვრცელებია.

ცნობისათვის, ამავე წონითი დივიზიონის უცვლელმა ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა სამომავლოდ ჯასტინ გეიჯთან შეხვედრა არ გამორიცხა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტში, UFC-ის ხელმძღვანელები სავარაუდოდ ჰუკერთან ნაჩვენები ბრძოლის ხარისხით იხელმძღვანელებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მალე ჩემპიონი გახდება“ - ილიამ თავის ძმის დებიუტზე ისაუბრა
„მალე ჩემპიონი გახდება“ - ილიამ თავის ძმის დებიუტზე ისაუბრა