ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

„სტატისტიკურად თავს საუკეთესოდ ავლენს, მაგრამ...“ - ვეტერანი ფეხბურთელი ზურიკოზე და სენტ-ეტიენზე

სენტ-ეტიენის ვეტერანმა ფეხბურთელმა, პატრიკ გილუმ საფრანგეთის ლიგა 1-ში, თავისი ყოფილი გუნდის ბოლო მატჩი შეაფასა, რომელიც „ლილისთან“ 1:4 მარცხით დასრულდა.

პატრიკ გილუმ ფეხბურთელები, განსაკუთრებით კი დაცვის ხაზი გააკრიტიკა და ზურიკო დავითაშვილის თამაშზეც ისაუბრა.

რას ამბობს გილუ:

„ცენტრალური დაცვა მძიმე მდგომარეობაშია - ეს ეხება როგორც ფლანგიდან ფლანგზე გადაწყობას, ისე პოზიციების სწორად შერჩევას, კონცენტრაციას და ა.შ. ნახევარდაცვა კი ნამდვილი ლიდერის გარეშეა. წინ სტანისი კვლავ ეძებს თავის თავს... დავითაშვილი სტატისტიკურად თავს საუკეთესოდ ავლენს, მაგრამ ხშირად უკეთეს პოზიციებზე მყოფ პარტნიორებს ივიწყებს. ამ ოდესღაც მომაკვდავ გუნდს დრო სჭირდება, რომ ომის მანქანად გარდაიქმნეს. ეს გუნდი სისტემატურად ისჯება თავისი სუსტი წერტილების გამო. ნორვეგიელი მწვრთნელი ყველაფერს აკეთებს მდგომარეობის გამოსასწორებლად, მაგრამ სამუშაო კიდევ ბევრია“.

20 ტურის შემდეგ, „სენტ-ეტიენი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-16 პოზიციაზე იმყოფება და ამ მოცემულობით, მთავარ ლიგაში დასარჩენ პლეი-ოფის ზონაშია. მომდევნო ტურში ზურიკოს გუნდი ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, „რენს“ დაუპირისპირდება, რომელიც მე-15 პოზიციაზეა და „სენტ-ეტიენს“ 2 ქულით უსწრებს. შესაბამისად, გამარჯვების შემთხვევაში ქართველი შემტევის გუნდი გასავარდნ ზონას თავს დააღწევს.

ზურიკო დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში „სენტ-ეტიენის“ მაისურით ლიგა 1-ში 19 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აქ კვარას მოღალატედ თვლიან, მაგრამ არ იციან ნაპოლის რა სიკეთე გაუკეთა“
„აქ კვარას მოღალატედ თვლიან, მაგრამ არ იციან ნაპოლის რა სიკეთე გაუკეთა“