ალექს პერეირა, შონ სტრიკლენდი, დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

სიძულვილის დამალვა უჭირს - სტრიკლენდმა პერეირაზე ისაუბრა

რაც უფრო ნაკლები დრო რჩება UFC 312-ის მთავარი ბრძოლის დაწყებამდე, სიტუაცია მით უფრო იძაბება. დრიკუს დუ პლესი საჩემპიონო ქამრის დაცვას შონ სტრიკლენდთან დაპირისპირებაში შეეცდება და უკვე ცნობილია, რომ ამ უკანასკნელის კუთხეში ქვემძიმე წონის ბრაზილიელი ჩემპიონი ალექს პერეირა იდგება, რაც ბუნებრივია ჩხუბს დამატებით ინტრიგას აძლევს. როგორც ირკვევა, სტრიკლენდთან მეგობრობის გარდა, პერეირას სამხრეთ აფრიკელ მებრძოლთან პირადი ანგარიშებიც აქვს გასასწორებელი, რაზეც შონმა დეტალურად ისაუბრა.

რას ამბობს სტრიკლენდი

კარგი გაგებით ვიტყვი - ალექსი ბოროტი ნაძირალაა, რომელსაც არ ვიცი რატომ, მაგრამ დრიკუს დუ პლესი მთელი არსებით სძულს. არ ვიცი რა დაუშავეს ერთმანეთს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა.

ისეთი თვალებით უყურებს მისი ბრძოლის ვიდეოებს ხოლმე, ხანდახან მგონია, რომ დუ პლესთან შეხვედრისთვის ჩემზე მეტად ის ემზადება. ალექსი კარგი ადამიანია, მაგრამ მისი გული სიძულვილით არის სავსე.

მას აქვს ფული და ჩამოვიდა ისეთ თავისუფალ ქვეყანაში, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. აღარავინ გაძარცვამს, როგორც ამას რიო დე-ჟანეიროში აკეთებდნენ, მაგრამ ეტყობა დარჩა მაინც ზიზღის ადგილი თავის გულში. პირადად მე ამას მივესალმები, რადგან ნამდვილი მამაკაცები ფულის შოვნის შემდეგ რბილი ხასიათის არ ხდებიან.

ცნობისათვის, თავად ალექს პერეირა დუ პლესის მსგავსად, საჩემპიონო ქამრის დაცვისთვის ემზადება და მისი მეტოქე 9 მარტს, დაღესტნელი მებრძოლი მაგომედ ანკალაევი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ ჩხუბობს ტიტულზე, სისულელეა - სტრიკლენდი ბელალს პალესტინაში დაბრუნებას ურჩევს
ვინ ჩხუბობს ტიტულზე, სისულელეა - სტრიკლენდი ბელალს პალესტინაში დაბრუნებას ურჩევს