რამაზ სვანაძე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის წილისყრა - საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში 2025-27 წლების 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები F ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები გერმანია, საბერძნეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, ლატვია და მალტა იქნებიან.

ჯგუფების გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსანი ევროპის ჩემპიონატზე გავლენ, 8 მეორეადგილოსანი კი პლეიოფში კიდევ 4 საგზურისთვის იბრძოლებს.

ჯგუფური ეტაპის მატჩები 2025 წლის მარტსა და 2026 წლის ოქტომბერს შორის პერიოდში გაიმართება, ამის შემდეგ კი 2026 წლის ნოემბერში პლეიოფის რაუნდი ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 2027 წლის ზაფხულში ალბანეთი და სერბეთი უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სტარტი ორი საშინაო მატჩით - შესარჩევის კალენდარი ცნობილია
სტარტი ორი საშინაო მატჩით - შესარჩევის კალენდარი ცნობილია