სამი უგოლო მარცხი - არსენალი ნიუკასლს ვეღარ უგებს
Aa
Aa

სამი უგოლო მარცხი - არსენალი ნიუკასლს ვეღარ უგებს

წლევანდელ სეზონში „არსენალისთვის“ „ნიუკასლი“ დაუძლეველ ბარიერად იქცა. ლონდონელებმა „კაჭკაჭებთან“ უკვე სამჯერ ითამაშეს და სამივეჯერ ისე დამარცხდნენ, რომ მეტოქისთის ერთი ბურთის გატანაც ვერ შეძლეს. 2 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის X ტურში, „სენტ ჯეიმს პარკზე“ 0:1 წაგებას, ქვეყნის ლიგის თასის ნახევარფინალში, 8 იანვარს შინ და გუშინ სტუმრად ერთნაირი ანგარიშით, 0:2 განცდილი მარცხები მოჰყვა. „ჯორდებთან“ ურთიერთშეხვედრების სტატისტიკის გამოსწორების შანსი „მეთოფეებს“ სეზონის ბოლოს, 18 მაისს მიეცემათ, როდესაც ჩემპიონატის XXXVII ტურში საკუთარ სტადიონზე უმასპინძლებენ.

თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ნიუკასლელებმა „არსენალს“ მოუსპეს იმ ტურნირის მოგების შანსი, სადაც უკვე 32 წელია, 1993 წლის შემდეგ არ გაუმარჯვიათ, ფინალში კი უკანასკნელად 7 წლის წინ, 2018-ში იყვნენ გასულები. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, „კანონირების“ ესპანელ მთავარ მწვრთნელს მიკელ არტეტას მარცხის მიზეზებზე როდესაც ჰკითხეს, მან მიუგო, რომ გადატვირთული კალენდრის გათვალისწინებით, ფეხბურთელები როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად გადაღლილები იყვნენ. გაბრიელ მარტინელის შეცვლაზე კი აღნიშნა, რომ პირველ ტაიმში ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დისკომფორტი იგრძნო და რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება, დეტალური სამედიცინო გამოკვლევა დაადგენს.

ცნობისათვის, „ნიუკასლი“ არსებობის ისტორიაში ინგლისის ლიგის თასის ფინალში მესამედ გავიდა და წინა ორ შემთხვევაში, 1976 და 2023 წლებში, მანჩესტერულ კლუბებთან, „სიტისთან“ და „იუნაიტედთან“ დამარცხდა. „ჯორდების“ მეტოქე „ლივერპული“ – „ტოტენჰემის“ დაპირისპირებაში გაირკვევა, რომელიც დღეს, თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან კარგი ბიჭი ჩანს“ - ნიუკასლის მწვრთნელი სალიაზე
„ძალიან კარგი ბიჭი ჩანს“ - ნიუკასლის მწვრთნელი სალიაზე