ნეიმარი, სანტოსი
Aa
Aa

სანტოსში დაბრუნებული ნეიმარი პირველივე მატჩში MVP გახდა

„ალ ჰილალიდან“ მშობლიურ „სანტოსში“ დაბრუნებულმა ნეიმარმა ბრაზილიური კლუბის მაისურით პირველი მატჩი გამართა.

„სანტოსი“ სან-პაულუს შტატის ჩემპიონატის მატჩში „ბოტაფოგო რიბეირაოს“ ხვდებოდა (1:1), მასპინძლები 38-ე წუთზე ტიკინიო სოარეშის პენალტით დაწინაურდნენ და პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგეს, მეორე ნახევარში კი ალეშანდრე ჟეზუშმა ანგარიში გაათანაბრა.

ნეიმარი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მატჩის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ (MVP) დასახელდა.

მატჩის შემდეგ ბრაზილიელმა განაცხადა, რომ ჯერ 100%-ით მზად არაა და საამისოდ სულ მცირე 4-5 მატჩი დასჭირდება.

ნეიმარი:

„რთულია სიტყვებით იმის გადმოცემა, თუ როგორ მიყვარს „სანტოსი“ და რას ვგრძნობდი დღეს, როდესაც მოედანზე გავდიოდი. ძალიან რთული მატჩი იყო, მეტოქე ძალიან კომპაქტურად იცავდა თავს და ხშირად არღვევდა წესებს.

დღეს გოლის გატანაც შემეძლო, მაგრამ მეტი დრო მჭირდება, ჯერ 100%-ით მზად არ ვარ. არ მეგონა, თუ ამდენს ვირბენდი და ამდენი დრიბლინგი მექნებოდა. ვფიქრობ, 4-5 მატჩის შემდეგ უკეთესად ვითამაშებ. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ გულშემატკივრებს ვთხოვ, მოითმინონ - მათ აუცილებლად გავახარებთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რონალდუმ თქვა, რომ მესი საუკეთესოა ვინც უნახავს, შემდეგ გაიცინა და...“
„რონალდუმ თქვა, რომ მესი საუკეთესოა ვინც უნახავს, შემდეგ გაიცინა და...“