ჩატენვები, ასისტები, დაფარებები - ბითაძის ორლანდომ საკრამენტო დაამარცხა
NBA-ის მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „საკრამენტო კინგსს“ ესტუმრა და 130:111 გაიმარჯვა.
ქართველმა კალათბურთელმა მატჩი ისევ სასტარტო ხუთეულში დაიწყო, საერთო ჯამში პარკეტზე 22:32 წუთი გაატარა, მისი მონაგარი კი 14 ქულა, 7 მოხსნა, 2 ასისტი და 2 დაფარება გახლდათ.
„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო ფრანც ვაგნერი იყო, რომელიც 31 ქულით, 5 მოხსნითა და 3 ასისტით მატჩის MVP-დ დასახელდა. „საკრამენტოდან“ ყველაზე შედეგიანი დომანტას საბონისი იყო (21 ქულა, 13 მოხსნა, 3 ასისტი).
52 მატჩის შემდეგ „მეჯიქი“ დასავლეთ კონფერენციის მე-8 ადგილზეა (25 მოგება, 27 მარცხი). მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 7 თებერვალს გასვლაზე, „დენვერის“წინააღმდეგ გამართავს.