სპურსმა ატლანტას მოუგო - მამუკელაშვილს არ უთამაშია
NBA-ის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ „ატლანტა ჰოუქსს“ ესტუმრა და 126:125 გაიმარჯვა.
რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, მას ამ შეხვედრაში სათამაშო დრო არ მისცემია.
„სპურსის“ რიგებში საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო - ფრანგის ანგარიშზე ორმაგი დუბლია (24 ქულა, 12 მოხსნა, 2 ასისტი). ასევე 24 ქულა დააგროვა „სპურსის“ რიგებში სადებიუტო მატჩში დეაარონ ფოქსმა, რომელიც „სან ანტონიოს“ „საკრამენტო კინგსიდან“ შეუერთდა.
რაც შეეხება „ატლანტას“, ყველაზე შედეგიანი ტრეი იანგი იყო (32 ქულა, 2 მოხსნა, 12 ასისტი), ორმაგი დუბლებით დაასრულეს მატჩი ონიეკა ოკონგვუმ (30 ქულა, 12 მოხსნა, 5 ასისტი) და დეანდრე ჰანტერმა (22 ქულა, 10 მოხსნა, 5 ასისტი).
48 მატჩის შემდეგ „სპურსი“ დასავლეთ კონფერენციის მე-12 ადგილზეა (22 მოგება, 26 მარცხი). მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 6 თებერვალს გასვლაზე, „შარლოტ ჰორნეთსის“ წინააღმდეგ გამართავს.