კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, პირს მორგანი
Aa
Aa

„რონალდუმ თქვა, რომ მესი საუკეთესოა ვინც უნახავს, შემდეგ გაიცინა და...“

ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა პიერს მორგანმა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს დიდი თაყვანისმცემელი და მისი მეგობარიც არის, ლიონელ მესის შესახებ მასთან საუბარი გაიხსენა.

„ერთხელ რონალდუს მესის შესახებ ველაპარაკე და მან მითხრა, რომ მესი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე უნახავს. შემდეგ მან გაიცინა და დაამატა: „მაგრამ მე ვერ ვხედავ ჩემს თავს“. ის კი სიცილს აგრძელებდა“,

- ამბობს მორგანი.

კრიშტიანუს 40 წელი შეუსრულდა. მორგანმა რონიზე ისაუბრა და მის სათამაშო ფორმას გაუსვა ხაზი, თუ რა დონეზე იმყოფება ის ამ ასაკშიც და პორტუგალიელს თუნდაც დღესვე გაიფორმებდა, რათა მას „არსენალში“ ეთამაშა (მორგანი არსენალის ქომაგია).

„ვულოცავ 40 წლის იუბილეს ისტორიაში უდიდეს ფეხბურთელს - ადამიანს, რომლის კოლოსალური სამუშაო ეთიკა და გოლებისა და რეკორდების წყურვილი არასოდეს ქრება.

მე მაინც მკლავს ის ფაქტი, რომ კრიშტიანუ ასე ახლოს იყო არსენალში გადასვლასთან. მას ახლაც გავიფორმებდი, რომ ჩვენთან თავდასხმაში ეთამაშა.

მე ვცდილობდი ის როგორმე ჩვენთან აღმოჩენილიყო, თუმცა არსენალმა ამჯობინა ჰავერცი გაეფორმებინათ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აქ კვარას მოღალატედ თვლიან, მაგრამ არ იციან ნაპოლის რა სიკეთე გაუკეთა“
„აქ კვარას მოღალატედ თვლიან, მაგრამ არ იციან ნაპოლის რა სიკეთე გაუკეთა“