თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო - ვირტუსი პარტიზანთან დამარცხდა

ევროლიგის მორიგ ტურში ვირტუს ბოლონიამ პარტიზანს უმასპინძლა და 71:81 დამარცხდა. გამორჩეული მატჩი ჰქონდა თორნიკე შენგელიას.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 30 წუთი და 26 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 16 ქულას, 5 მოხსნას და 8 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. აღნიშნული სტატისტიკით, ის საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო.

მატჩის მიმდინარეობისას, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სამი 3-ქულიანი ისროლა და ორჯერ ჩააგდო. 7-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და ზუსტი 4 იყო. 2 საჯარიმო ტყორცნიდან კი ორივე ჩააგდო.

შენგელიამ 5 მოხსნიდან 3 საკუთარ ფარზე შეასრულა, ორი კი მეტოქის. სამი პერსონალური ფოლი მიიღო.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, ვირტუს ბოლონია ევროლიგაზე საშინელ კალათბურთს თამაშობს, რაც შედეგზეც აისახა. 25 ტურის შემდეგ, შენგელიას გუნდი მე-16 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლებრონ ჯეიმსი დონჩიჩზე: ლუკა უმაღლესი კლასის მოთამაშეა
ლებრონ ჯეიმსი დონჩიჩზე: ლუკა უმაღლესი კლასის მოთამაშეა