თემურ ქეცბაია
Aa
Aa

თემურ ქეცბაიას შოტლანდიური კლუბის გაწვრთნა სურს

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი, რომელმაც სექტემბერში კვიპროსის ნაკრები დატოვა და ამჟამად უგუნდოდ არის, შესაძლოა მალე შოტლანდიაში ვიხილოთ.

The Motherwell Times-ის ცნობით, თემურ ქეცბაიამ „მოზერუელს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე განაცხადი შეიტანა.

ქეცბაიას გარდა, „მოზერუელს“ თავისი რეზიუმე კიდევ სამმა მწვრთნელმა გაუგზავნა: გრემ არნოლდი, სტივენ ნეისმიტი და რაიან ლოუ.

სტიუარტ კეტლუელმა „მოზერუელის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა გასულ კვირას დატოვა. გუნდი 25 ტურის შემდეგ, შოტლანდიის ჩემპიონატში 31 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება.

ამ მომენტისთვის შოტლანდიური კლუბი კანდიდატურებს განიხილავს და გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია ბოლოს კვიპროსის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, სადაც 2022 წლიდან მუშაობდა და 2024 წლის ზაფხულში თანამდებობა დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Fake Run-ები და დაკარგული „ორმაგი პლუს-ერთი“ | რა სჭირს რეალს?
Fake Run-ები და დაკარგული „ორმაგი პლუს-ერთი“ | რა სჭირს რეალს?