ბარსელონა, ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილი ბარსასთან არ ითამაშებს? - MARCA სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებს

ესპანეთის კოპა დელ რეის მეოთხედფინალში გულშემატკივრები საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებას იხილავენ.

ვალენსია ბარსელონას უმასპინძლებს. ესპანური MARCA ღამურების სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებს, რომელიც ქართველი გულშემატკივრების საინტერესოა.

დიმიტრიევსკი, აარონსი, მოსკერა, დიახაბი, იარეკი, ხესუს ვასკესი, ფრან პერესი, პეპელუ, გილამონი, კანიოსი, სადიქი.

როგორც ხედავთ, MARCA ძირითად შემადგენლობაში დიმიტრიევსკის მოიაზრებს და არა გიორგი მამარდაშვილს.

მიმდინარე სეზონის ესპანეთის სამეფო თასზე კარს ჩრდ.მაკედნოიელი მეკარე იცავს, თუმცა, რადგან ახლა ვალენსიას ასეთი ძლიერი მეტოქე ჰყავს, იყო ვარაუდი, რომ ძირითად შემადგენლობაში მამარდაშვილი იქნებოდა.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ სავარაუდო თერთმეტეულია და ოფიციალური არა, თუმცა ასეთ დროს MARCA იშვიათად ცდება.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება სულ ცოტა ხნის წინ ლა ლიგაში გაიმართა და ბარსელონამ 7:1 გაიმარჯვა. მომავალი მატჩი 7 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 00:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სრულყოფილი ბიჭია“ - მიქაუტაძემ კვარას შესახებ ისაუბრა
„სრულყოფილი ბიჭია“ - მიქაუტაძემ კვარას შესახებ ისაუბრა