ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„სრულყოფილი ბიჭია“ - მიქაუტაძემ კვარას შესახებ ისაუბრა

„ლიონის“ ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ გამოცემა Kampo-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ არის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, ვისთანაც მას უთამაშია, ჟორჟი კვარას ასახელებს.

„ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, ვისთანაც მითამაშია? საკმაოდ ბევრია, მაგრამ თუ ერთის დასახელებას მთხოვთ, მაშინ კვარაცხელია საქართველოს ნაკრებიდან. შესანიშნავი მოთამაშეა. რა ასპექტშია კარგი? ხვიჩას ყველაფრის გაკეთება შეუძლია.

ის არის ფეხბურთელი, რომელიც დრიბლინგებს აკეთებს, საგოლე გადაცემებს ასრულებს, გააქვს გოლები, სწრაფია, პენალტებს ურტყამს, ჯარიმებსაც ასრულებს, კუთხურებსაც. ის სრულყოფილი ბიჭია, ამიტომ ყველაფერში კარგია“.

- ამბობს მიქაუტაძე Kampo-სთან საუბარში.

ფრანგული ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მალე კვარაცხელიასა და მიქაუტაძის დაპირისპირებას ვიხილავთ. „ლიონისა“ და პსჟ-ს მატჩი 23 თებერვალს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ პარიზელები ჩემპიონატს 50 ქულითა და ნული მარცხით ერთპიროვნულად ლიდერობენ. „ლიონი“ კი 30 ქულით მე-7 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Fake Run-ები და დაკარგული „ორმაგი პლუს-ერთი“ | რა სჭირს რეალს?
Fake Run-ები და დაკარგული „ორმაგი პლუს-ერთი“ | რა სჭირს რეალს?