მიქაუტაძის გოლი ლიგა 1-ის თვის საუკეთესოს წოდებისთვის იბრძვის
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მიქაუტაძეს ლიონში ბევრი სათამაშო დრო არ აქვს, მას საკმაო რაოდენობის გოლები მაინც დაუგროვდა და თანაც ქართველი თავდამსხმელი ეფექტურ გოლებს იტანს.
ლიგა 1-ის მე-14 ტურში მიქაუტაძემ ანჟერს საკმაოდ ეფექტური გოლი გაუტანა. ეს გოლი კი თვის საუკეთესოზეა წარდგენილი.
გამოკითხვაში მონაწილეობას გულშემატკივრები იღებენ. ნებისმიერ ადამიანს თავისი ხმის დაფიქსირება შეუძლია. ლურჯად გაფერადებულ ლინკზე შეგიძლიათ ხმის მიცემა - ლინკი
ჟორჟის გოლი ანჟერის კარში