ხვიჩა კვარაცხელია, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

“მნიშვნელოვანი აქტივობა იყო“ - ფრანგული მედია კვარას ტრანსფერზე

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დასრულდა. გუნდები საკმაოდ კარგად დაკომპლექტდნენ. პარი სენ ჟერმენს ხვიჩა კვარაცხელიას სახით მშვენიერი შევსება ჰქონდა.

ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით, ფრანგული მედია წერს:

„ლუის ენრიკეს პარი სენ ჟერმენში მოღვაწეობის მეორე სეზონში შეტევით ფაზაში გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ეს სათადარიგოთა სკამზეც ისახებოდა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას გადმოსვლით ეს ყველაფერი გამოსწორდა.

ქართველი ფეხბურთელი პარი სენ ჟერმენის ისტორიაში მე-4 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. ამის პარალელურად, გუნდიდან არაერთი ფეხბურთელი წავიდა, მათ შორის რანდალ კოლო მუანი, ჩავი სიმონსი, მარკო ასენსიო და მილან შკრინიარი. კვარაცხელიას გადმოსვლა მნიშვნელოვანი აქტივობა იყო.“

შეგახსენებთ, რომ ფრანგულ გუნდს კვარას ტრანსფერი 70 მილიონი ევრო დაუჯდა. ხვიჩამ ზედიზედ 3-ჯერ ითამაშა ძირითად შემადგენლობაში და ჯერჯერობით თავი მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორ დასაჯოს UFC-იმ ბრაის მიტჩელი? | ლოგან პოლის იდეა ილიას უკავშირდება
როგორ დასაჯოს UFC-იმ ბრაის მიტჩელი? | ლოგან პოლის იდეა ილიას უკავშირდება