ილია თოფურია, ბრაის მიტჩელი
Aa
Aa

როგორ დასაჯოს UFC-იმ ბრაის მიტჩელი? | ლოგან პოლის იდეა ილიას უკავშირდება

ლოგან პოლი ცნობილი იუთუბერი და ინფლუენსერია, რომელმაც 2021 წელს, ლეგენდარული ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ იჩხუბა. პოლს საკუთარი პოდკასტი აქვს, საკმაოდ დიდი აუდიტორიაც ჰყავს და ბევრ თემაზე საუბრობს.

ბოლო გადაცემაში, პოლი ილია თოფურიას ყოფილი მეტოქის, ბრაის მიტჩელის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მიტჩელმა ადოლფ ჰიტლერზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, ჰიტლერი ცუდი ადამიანი საერთოდ არ ყოფილა, ის უბრალოდ საკუთარი ქვეყნის გაწმენდას ცდილობდა.

პოლმა მიტჩელის სავარაუდო სასჯელებზე ილაპარაკა და მარტივი გამოსავალი მოძებნა. ლოგანის თქმით, ბრაისის UFC-დან მოკვეთა არასწორი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ საბრძოლო ორგანიზაციას შეუძლია, ის ილია თოფურიას წინააღმდეგ ოქტაგონზე კიდევ ერთხელ შეუშვას.

„საუკეთესო სასჯელს მივაგენი. ვფიქრობ, ყველაზე კარგი ვარიანტია, რადგან ზოგიერთ ადამიანს შეიძლება, მიტჩელის დაჯარიმება არ მოეწონოს და ეს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვად ჩათვალოს. მიტჩელი თოფურიასთან აჩხუბეთ. შეახვედრეთ ვინმეს, ვინც გაანადგურებს და უთხარით, რომ თუ წააგებს, UFC-ში ვეღარ იასპარეზებს. სულ ესაა“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასთან მიტჩელი მახრჩობელა ილეითით დამარცხდა და ყველას კარგად ახსოვს ფოტო, რომელიც ამ ორთაბრძოლის შემდეგ, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ასე რომ, პოლის სიტყვებში სიმართლე ნამდვილადაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რაც მომინდება ყველაფერს გავუკეთებ“ | ილია ისლამთან ჩხუბისთვის მზადაა
„რაც მომინდება ყველაფერს გავუკეთებ“ | ილია ისლამთან ჩხუბისთვის მზადაა