პროხაზკამ 3 სასურველი მეტოქე დაასახელა
ირჟი პროხაზკამ 3 სასურველი მეტოქე დაასახელა, რომლებსაც ის დაუპირისპირდებოდა.
UFC-ის ქვემძიმე დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს სურს, ალექს პერეირას, მაგომედ ანკალაევსა და იან ბლახოვიჩს ეჩხუბოს.
„რაც შეეხება ალექსს, მინდა, ის ჩემი მომდევნო მეტოქე იყოს, მაგრამ არ მინდა მოვითხოვო რამე კონკრეტული UFC-თან მოლაპარაკებებში. როგორც ადრე ვთქვი, ტოპ-5-ის საუკეთესოებთან მსურს ჩხუბი. საუბარია ალექს პერეირაზე, მაგომედ ანკალაევსა და იან ბლახოვიჩზე“, - თქვა ჩეხმა მებრძოლმა.
შეგახსენებთ, რომ პროხაზკამ ბოლო ჩხუბი 19 იანვარს გამართა და ჯამაჰალ ჰილი დაამარცხა.