ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„მერაბი დომინირებს, ვოლკი მომწონს და არ მინდა, იგივე დაემართოს“ | ილია თოფურია

ილია თოფურიამ Mainevent-ს ინტერვიუ მისცა და საინტერესო თემებზე ილაპარაკა. „ელ მატადორმა“ მერაბ დვალიშვილი შეაქო და ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან მატჩრევანშის გამართვის ალბათობაზე ისაუბრა.

„მერაბი მთელ დივიზიონში დომინირებს. ვნახოთ, რას გადაწყვეტს. შესაძლოა, სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში ამოვიდეს და ორი საჩემპიონო ქამრის მფლობელი გახდეს, მე კი მსუბუქ წონაში გადავიდე. ყველაფერს მოვაგვარებთ და ვიპოვით გზას, რომელიც ყველას მისცემს კაშკაშის საშუალებას.

ქვემსუბუქ წონით დივიზიონში რომ დავრჩე, ალექსანდრ ვოლკანოვსკიზე მეტად სატიტულო ჩხუბს არავინ იმსახურებს და რემატჩი უნდა მივცე. ვოლკი მომწონს და არ მინდა, მეორედ იგივე გავუკეთო. ზუსტად ვიცი, რა მოხდება და არ მინდა, იგივე განმეორდეს. ახალი თაობის წარმომადგენელი ვარ და ის ჩემთვის მზად არაა. შეიძლება, დანოკაუტების ნაცვლად საბმიშენით მოვუგო და ერთადერთი განსხვავება ეს იყოს, რათა საკუთარ თავს ახალი ტოპ მომენტი მივცე“.

შეგახსენებთ, რომ ვოლკანოვსკისა და თოფურიას პირველ ჩხუბში, „ელ მატადორმა“ ნოკაუტით იმარჯვა და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა, რომელიც მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა. ილია ავსტრალიაშია, სადაც ალექსანდრე თოფურიას UFC-ში სადებიუტო ჩხუბისთვის ამზადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურია VS. მახაჩევი? ფსონს ილიაზე ვდებ, მისი დიდი გულშემატკივარი ვარ“ - დუ პლესი
„თოფურია VS. მახაჩევი? ფსონს ილიაზე ვდებ, მისი დიდი გულშემატკივარი ვარ“ - დუ პლესი