მედია: ლისაბონის სპორტინგი ქოჩორაშვილით დაინტერესდა
„ლევანტეს“ ქართველმა ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა შესაძლოა მალე კლუბი შეიცვალოს.
როგორც ესპანური მედია წერს, მისით ლისაბონის „სპორტინგი“ დაინტერესდა. გაზეთმა „რეკორდმა“ სტატია გამოაქვეყნა, სახელწოდებით - „ქოჩორაშვილი ზაფხულისთვის დაიჯავშნა“.
გამოცემის ინფორმაციით, „სპორტინგი“ იაზრებს, რომ ქოჩოს მიმართ ინტერესი დიდია და რამდენიმე კვირის წინ, „ლევანტესთან“ კონტაქტი დაამყარა.
ამჟამად ქართველი ფეხბურთელის გუნდი ლა ლიგაში დასაწინაურებლად იბრძვის. 24 ტურის შემდეგ, „ლევანტეს“ 42 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს.
შეგახსენებთ, რომ ქოჩოს კლუბთან, სადაც 2022 წლიდან თამაშობს, კონტრაქტი 2007 წლამდე აკავშირებს.
გიორგიმ მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 4 მილიონი ევროა.