2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნები ცნობილია
უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე 2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნები აირჩიეს.
უეფას ცნობით, ტურნირი ალბანეთსა და სერბეთში ჩატარდება. ჩემპიონატი, რომელშიც 16 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას ამ ქვეყნების 4 სტადიონზე ჩატარდება.
პირველი მატჩი სერბეთში გაიმართება, ფინალს კი ალბანეთი უმასპინძლებს.
2025 წელს ახალგაზრდულ ჩემპიონატს სლოვაკეთი მიიღებს. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ინგლისის ნაკრებია.