გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ლიონი ევროპა ლიგიდან გარიცხვას გადაურჩა

„ლიონს“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე იცავს, მოეხსნა პირობითი დისკვალიფიკაცია, რომელიც მას ფინანსური პრობლემების გამო ჰქონდა დადებული. შესაბამისი გადაწყვეტილება უეფას კლუბების ფინანსური კონტროლის ორგანომ მიიღო.

„2024 წლის დეკემბერში კლუბების ფინანსური კონტროლის ორგანოს პირველმა პალატამ (CFCB) დაადგინა, რომ „ლიონის“ 2024 წლის ფინანსური ხარჯთაღრიცხვა ბიზნესის უწყვეტობის ფუნდამენტურ პრინციპს არ შეესაბამებოდა. ამის გამო მიღებული იყო გადაწყვეტილება 2024-2025 წლების სეზონის საკლუბო ტურნირებიდან „ლიონის“ გარიცხვის თაობაზე, თუ კლუბი 2025 წლის 30 იანვრამდე არ წარმოადგენდა ხარჯთაღრიცხვას, რომელსაც თან ახლავს აუდიტორული დასკვნა ოპერაციების უწყვეტობის შესახებ.

„ლიონმა“ მიიღო შესაბამისი ზომები და ყველა მოთხოვნა დადგენილ ვადაში დააკმაყოფილა. ამის შედეგად, CFCB-ის პირველმა პალატამ გადაწყვიტა, არ გამოეყენებინა პირობითი დისკვალიფიკაცია. მომდევნო ეტაპზე ჩატარდება მონიტორინგი, რათა გაირკვეს, რამდენად აკმაყოფილებს „ლიონი“ ფინანსური მდგრადობის მოთხოვნებს, როგორც ამას „უეფას კლუბების ლიცენზირების და ფინანსური მდგრადობის წესები“ ითვალისწინებს“, - აღნიშნულია უეფას განცხადებაში.

გამოცემა L’Equipe-ი წერს, რომ თუ კლუბის ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, „ლიონს“ სეზონის ბოლოს შესაძლოა ახალი სანქციები დაუწესდეს.

აქვე გეტყვით, რომ 505-მილიონიანი დავალიანების გამო „ლიონს“ ლიგა 1-იდან გარიცხვა ემუქრება, თუ საფრანგეთის 7-გზის ჩემპიონი სიტუაციას ზაფხულამდე არ გამოასწორებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
10-მილიონიანი შეთავაზება ემპოლის | გალათასარაის გოგლიჩიძის ყიდვა სურს
10-მილიონიანი შეთავაზება ემპოლის | გალათასარაის გოგლიჩიძის ყიდვა სურს